ვალვერდე: “თავად ფეხბურთელმაც კი არ გააპროტესტა წითელი ბარათი”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურში “ვილიარელმა” “ბარსელონა” მიიღო და მეტქოესთან ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ მასპინძელთა ფეხბურთელმა, დანიელ რაბამ ხისტი თამაშისთვის მესამოცე წუთზე სერხიო ბუსკეცის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათიც მიიღო.
საკმაოდ დაძაბული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესაუბრა.
“წითელი ბარათი თამაშის კონტექსტიდან გამომდინარეობდა. ვფიქრობ, ფეხბურთელმაც გააცნობიერა, რომ ეს არასწორი მოძრაობა იყო და ის გაძევებას იმსახურებდა. არ მინახავს განმეორება, თუმცა ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება მართებული იყო. მოთამაშემ ეს არც კი გააპროსტესტა.”
“ვილიარეალი” ძალიან ორგანიზებული გუნდია. ის შეტევაში მშვენივრად თამაშობს. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც სივრცეებს ადვილად პოულობენ. მათ შესანიშნავი ტექნიკა აქვთ და კარგად ფლობენ ბურთს. ეს ყველაფერი მთლიანად გუნდის დიდი პლუსია. თუმცა, დღეს ჩვენ, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი ჩავატარეთ კარგად და ეს მოგებაც დავიმსახურეთ,” – აცხადებს ესპანელთა მთავარი მწვრთნელი.