ვალვერდე: “ცენტარლური მცველის დამატება? ამაზე მხოლოდ მაშინ საუბრობთ, როცა გუნდში ტრავმებია”
სამუელ უმტიტი ტრავმირებულია და იგი ორი თვის მანძილზე ვერ დაემხარება კატალონიის “ბარსელონას”. ჟურნალისტებმა ამ ამბავს მაშინვე “მოაბეს კუდი” იმაზე, რომ “ბლაგურნას” ცენტრალური მცველის დამატება სურს.
აღნიშნულს პასუხი მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გასცა.
“დრო გვაქვს, რომ ასეთი შენაძენის საჭიროება შევაფასოთ. რომ დავფიქრდეთ, როცა ყველა ჯანმრთელადაა, გუნდის დახმარება შესანიშნავ ცენტრალურ მცველებს შეუძლიათ. შესაბამისად, თეორიულად, ამ ფეხბურთელებით კმაყოფილნი ვართ. თუმცა, ვნახოთ რა იქნება. ხშირად, ჟურნალისტები მაშინ საუბრობთ ვინმეს დამატებაზე, როცა ტრავმებია.”
“უმტიტი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელსაც სწრაფად შეუძლია დაზიანების მოშუშება. სერხიო ბუსკეცსა და ლუკას დინს რაც შეეხებათ, აღნიშნულზე სხვა რამ გვაქვს მოსაფიქრებელი. ნუ ვისაუბრებთ დაცვის ხაზის პრობლემებზე ასე მწვავედ. მალე ყველაფრის მოგვარება შესაძებელია,” – აცხადებს ვალვერდე.