ვალვერდემ “ატლეტიკთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მას “სან მამესთან” 2017 წლამდე დააკავშირებს.
52 წლის სპეციალისტი ბასკურ კლუბში 2013 წლის ივნისში გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდეს ბოლო დროს მადრიდის “რეალში” გადაბარგებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
ვალვერდეს თავკაცობით “ატლეტიკმა” პირველ ორ სეზონი ლა ლიგაში მეოთხე და მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ის ასევე გაუძღვა ბასკურ გუნდს კოპა დელ რეის ფინალში, სადაც ისინი “ბარსელონასთან” დამარცხდნენ.
Urrutia y Valverde firman el acuerdo #athletic pic.twitter.com/Q1PyoGnuya
— Athletic Club (@AthleticClub) March 3, 2016
მართალია სამეფო თასის ფინალში დამარცხდნენ, თუმცა “ატლეტიკის” ფეხბურთელებმა რევანშის მოგება მაინც მოახერხეს – “ატლეტიკმა” ესპანეთის სუპერთასის ორრაუნდიან მატჩში “ბლაუგრანა” დაამრცხა და ბოლო 31 წლის მანძილზე პირველი ტიტულიც მოიპოვა.