ვან დაიკი: “მინდა ფანებს დავამახსოვრდე, როგორც “ლივერპულის” ლეგენდა”
მერსესაიდის “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა, ვირჯილ ვან დაიკმა, პრესასთან საკუთარ სურვილებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველის ტრანსფერი “წითლებს” 92 მილიონი ევრო დაუჯდათ.
“მინდა ფანებს დავამახსოვრდე, როგორც “ლივერპულის” ლეგენდა. “ენფილდზე” წარმატებების მიღწევა მსურს. ჩვენ ფანტასტიკური კლუბი გვყავს, სრულყოფილი.
ჩვენ გუნდს ყველაფერი აქვს, რაც ტიტულების მოსაგებადაა საჭირო – მწვრთნელი, რომელსაც ბოლომდე ესმის ჩვენი, თამაშის სტილი, რომლის მთავარი მიზანიც ყოველ მატჩში გამარჯვების მოპოვებაა, ბრწყინვალე სტადიონი და გულშემატკივრები.
დიახ, მინდა რომ ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი ვიყო, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ “ენფილდს” უბრუნდებიან. ვხედავ, როგორ ესწრებიან მატჩებს კლუბის ლეგენდები. ვგრძნობ, რომ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ,” – აცხადებს ვან დეიკი.