ვან დაიკის დუბლმა ალისონის გაძევება გადაწონა, “ლივერპულმა” გაიმარჯვა (ვიდეო)
პრემირე ლიგის მე-14 ტურის სტარტით (“ნიუკასლი” 2:2 “მანჩესტერ სიტი”) ამაღლებულმა “ლივერპულმა” საკუთარ კედლებში “ბრაიტონი” მიიღო.
შეხვედრის პირველი ნახევარი “მერსესაიდელთა” სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ვირჯილ ვან დაიკის დუბლში გარდაისახა (18′, 24′). აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ვან დაიკს საგოლე გადაცემა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გაუკეთა.
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ “ლივერპულს” სურდა, რომ მშვიდად მიეყვანა მატჩი ფინიშამდე, თუმცა ალისონ ბეკერის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად (76-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო) მატჩში ინტრიგა დაბრუნდა. დანიშნული ჯარიმა დანკმა ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა და ერთი გოლიც გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 2:1.
ასე რომ, პრემიერ ლიგის 14 ტურის შემდეგ “ლივერპული” კვლავაც დაუმარცხებელია და 40 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს.მის უახლოეს მდევარ “მანჩესტერ სიტის” კი 29 ქულა აქვს დაგროვებული.