ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა
“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი არ უნდა ჩაიშალოს. 35 წლის სპორტსმენი წერს, რომ როგორც კი უსაფრთხო გარემო იქნება, ის და მისი გუნდი თამაშის განახლებისათვის მზად იქნებიან.
“წავიკითხე რამდენიმე ამბავი, თითქოს, აგენტებს სეზონის გაუქმება სურთ. ეს სიმართლეს არ შეესებამება. არავის ვიცნობ ისეთს, ვინც მსგავს რამეს ამბობს. როგორც კი უსაფრთხო გარემო იქნება, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ სეზონი დავასრულოთ. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ. არავინ არაფერი არ უნდა გააუქმოს”, – წერს ლებრონი.
მის პოსტს გამოეხმაურა “ლივერპულის” მცველი, ვირგილ ვან დეიკი, რომელმაც ამერიკელ სუპერვარსკვლავს მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე ცხრა ტურია დარჩენილი. “ლივერპული” უახლოეს მდევარ “მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს.
💪🏽
— Virgil van Dijk (@VirgilvDijk) April 30, 2020