ვან დერ სარმა ყოფილი თანაგუნდელებისგან ექვსკაციანი სიმბოლური გუნდი შეადგინა
ცნობილმა ჰოლანდიელმა კიპერმა ედვინ ვან დერ სარმა ყოფილი თანაგუნდელებისგან ექვსკაციანი სიმბოლური გუნდი შეადგინა.
“საერთოდ, სიმბოლურ გუნდში საკუთარ თავს არ ვასახელებ ხოლმე, თუმცა ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ. მცველად რიო ფერდინანდს დავაყენებ.
ნახევარმცველების ამორჩევა ცოტა გამიჭირდება. ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, როგორებიც ზიდანი, სქოულზი, რაიკაარდი და დელ პიერო არიან. სქოულზსა და ზიდანს ამოვარჩევ. მათ ერთად თამაში შეუძლიათ.
წინ რუნის, კლუივერტისა და რონალდოს გამწესება შემიძლია. მაშინ ბრაზილიელი ფლანგზე მოთამაშე ფორვარდი უფრო იყო. იგი ყველაფერს ასრულებდა, რაც მოეთხოვებოდა, თუმცა შეტევის ხაზში მაინც ჰოლანდიელებს ავარჩევ და პატრიკ კლუივერტს დავასახელებ. მან ვერ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეეძლო, მაგრამ დიდებული თავდამსხმელი გახლდათ. მარკო ვან ბასტენს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მე მხოლოდ მის წინააღმდეგ მითამაშია. ამიტომ, დენის ბერგკამპს დავასახელებ”, – ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს “დეილი მეილი”.
ედვინ ვან დერ სარის სიმბოლური გუნდი: ვან დერ სარი – რიო ფერდინანდი – სქოულზი, ზიდანი – კლუივერტი, ბერგკამპი.