ვან დერ ვაარტი: “ზიეჩი ლონდონში სენსაციებს მოახდენს”

თარიღი: ოქტომბერი 28, 2019

ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი თვლის, რომ ამსტერდამის “აიაქსის” ლიდერ ჰაკიმ ზიეჩს ლონდონში დიდი მომავალი ელის.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზიეჩი კარიერას “ტოტენჰემში” გააგრძელებს. დღეს დანიელ ლევის (პრეზიდენტი) ასეთი რამ მივწერე – “ამ სეზონის დასრულებისთანავე მიიყვანეთ ზიეჩი “ტოტენჰემში”.

დარწმუნებული ვარ, რომ ზიეჩი ლონდონში სენსაციებს მოახდენს. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ,” – აცხადებს ვან დერ ვაარტი.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ ჩემპიონატის 10 ტურის შემდეგ ჰაკიმ ზიეჩის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები