ვან დერ ვაარტმა კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელა
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ „რეალ ბეტისის“ ფეხბურთელი გახდა, თავის დროზე „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ წასვლა კარიერის ყველაზე დიდ შეცდომაც მოიხსენია.
„ჩემს წასვლას ირადი მიზეზები მქონდა. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაზე გუნდის თავკაცთან შეხვედრამ იმოქმედა, რომელმაც მითხრა: „შენ გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ ვერ გხედავ“. გაგონილს უბრალოდ ვერ დავუჯერე, „ტოტენჰემში“ ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ამის შემდეგ მან მითხრა, რომ სჯობდა, წავსულიყავი.
„ტოტენჰემიდან“ წასვლა ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამის გამო ძალიანვნანობ. გაიხსენეთ ჩვენი შემადგენლობა, მაშინ გუნდში ასევე ბეილი, მოდრიჩი და ლენონი თამაშობდნენ. ეს ჩინებული კოლექტივი იყო“, – განუცხადა ვან დერ ვაარტმა „დეილი მირორს“.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი ლონდონურ კლუბში 2010 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში იყო.