ვან დერ ვარტი ჰამბურგში რჩება
“ჰამბურგის” ერთ-ერთი ლიდერი რაფაელ ვან დერ ვარტი ჩაგდებული სეზონიშ შემდეგ გუნდის დატოვებას არ აპირებს.
ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ მიუხედავადა პრობლემებისა, გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.
“ჰამბურგში ჩემი კონტრაქტის თანახმად ვაპირებ დარჩენას. მისი ვადა 2015 წელს იწურება. ასე რომ, აქ მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი ვითამაშებ” – განაცხადა ვან დერ ვარტმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “ჰამბურგმა” ბუნდესლიგაში მე-16 პოზიცია დაიკავა და ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტის მატჩების გამართვა მოუწევს.