ვან დერ ვარტი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდა

თარიღი: აგვისტო 4, 2018

ვეტერანი ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვარტი ლაშა პარუნაშვილის თანაგუნდელი გახდა. ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა დღეს დანიურ “ეისბეგთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვან დერ ვარტმა კარიერა ამსტერდამის “აიაქსში” დაიწყო. სხვადასხვა დროს “ჰამბურგში”, მადრიდის “რეალში”, ლონდონის “ტოტენჰემში” და “ბეტისში” უთამაშია. მისი ბოლო კლუბი დანიური “მიდტიულანდი იყო.

შეგახსენებთ, რომ ლაშა პარუნაშვილი “ეისბერგში” 2017 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები