ვან დეიკი: “მსაჯმა ტირილი დაიწყო, მე კი მას ვუთხარი, რომ კარგად იმსაჯა”
19 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგაზე, A ლიგის პირველ ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრებმა სტუმრად გერმანიასთან ფრედ 2:2 ითამაშა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ბოლო გოლი ჰოლანდიელთა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა გაიტანა – მან 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვან დეიკი მსაჯთან, ოვიდიუ ჰაცეგანთან მივიდა და მისი დამშვიდება სცადა. “ლივერპულის” ფეხბურთელმა ამ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა.
“მან ტირილი დაიწყო, რადგან დედამისი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მას სიძლიერე ვუსურვე და ვუთხარი, რომ კარგად იმსაჯა. მართალია, ეს მცირე რამაა, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი სიტყვებით დავეხმარე”, – განაცხადა ვან დაიკმა.
Referee Ovidiu Hategan recently lost his mother. Right after the FT whistle Virgil van Dijk went towards him to comfort him, while crying. This is beautiful.
— AFC Ajax ? (@TheEuropeanLad) November 19, 2018