ვან გაალი: “ქომაგთა მხრიდან სტვენის ხმა არ გამიგონია”
ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “სანდერლენდი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ორივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გაიტანეს — კერძოდ, 66-ე წუთზე უეინ რუნიმ ჯერ პენალტით გაიტანა, 84-ე წუთზე კი თამაშიდანაც შეძლო მეტოქის დამწუხრება.
მატჩი “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.
“პირველ ტაიმში ქომაგების მხრიდან სტვენის ხმა არ გამიგონია. შესაძლოა, თქვენ უკეთესი სმენა გაქვთ.
მატჩი ცუდად დავიწყეთ, თუმცა შესვენების შემდეგ ცივსისხლიანად ვმოქმედებდით და თამაში გამოვასწორეთ.
უეს ბრაუნის გაძევებას რაც შეეხება, ფეხბურთელებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათ იცოდნენ, რომ ბრაუნს უსამართლოდ აძევებდნენ, თუმცა შეცდომა ყველას მოსდის.
ჩვენს გზას ვადგავართ და საუკეთესო ოთხეულში ვართ მე-10 თუ მე-12 კვირაა. ჩვენ საუკეთესო ოთხეულის სტაბილური გუნდი ვართ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოსაც აქ ვიქნებით”, – ვან გაალის სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.