ვან გაალი დე ხეას შემადგენლობაში დაბრუნებას გეგმავს?
ევროპული გამოცემები ვარაუდობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდის შემადგენლობაში მეკარე დავიდ დე ხეას დაბრუნებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა იმისა, რომ დე ხეამ „ლივერპულთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩში ითამაშობს.
ამასთანავე, კლუბი აღარ იმედოვნებს, რომ დავიდი მანჩესტერელებთან კონტრაქტს გააფორმებს. ცნობისთვის, აქამდე „წითელმა ეშმაკებმა“ მას კვირაში 200 ათასი ფუნტი შესთავაზეს, თუმცა ესპანელმა ეს წინადადებაც იუარა.