ვან გაალი: „დედაჩემმა და ბებიაჩემმაც კი იციან, რომ ფეხბურთი მთავარი გოლების გატანაა“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მისი გუნდის მიმართ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც ნელ თამაშს ეხება. ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლების რაოდენობაა.
„მესმის, რასაც გრძნობენ გულშემატკივრები. მხიარია, რომ მათ თავისი აზრი აქვთ, მაგრამ, მეშინია, ამაზე პოლ სქოულზის სიტყვებმა და პრესის კრიტიკამ იმოქმედა. ამავდროულად მათ თამაშის ანალიზი არ უნდა დაავიწყდეთ. დედაჩემმა და ბებიაჩემმაც კი იციან, რომ ფეხბურთში მთავარი გოლებია. პირველ რიგში, ბევრს უნდა ვიტანდეთ“, – ციტირებს ვან გაალს Goal.com
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 12 მატჩში „მანჩესტერ იუანტედმა“ 17 გოლი გაიტანა და 24 ქულა დააგროვა. ამჟამად სატურნირო ცხრილში „წითელი ეშაკები“ მეოთხე ადგილს იკავებენ.