ვან გაალი: “ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო”
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით “იუნაიტედმა” პირველივე მატჩი 7 ბურთიანი სხვაობით მოიგო. ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილია. “წითლებმა” 3-5-2 ტაქტიკით ითამაშეს, რაც “იუნაიტედისთვის” აქამდე უცხო იყო. ლუი იმავე ტაქტიკით აპირებს გაგრძელებას, საჭიროების შემთხვევაში კი ძველ წყობაზე დაბრუნებას.
“მათი დღევანდელი გამოსვლა ფანტასტიკური იყო. როცა ვარჯიშზე გვიხილავთ, ჩვენგან გამარჯვებას დაელოდებით, მაგრამ 7:0-ს ნამდვილად არა. ეს სიურპრიზი იყო, ლამაზი გოლებითა და შეტევებით.
ანგარიში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ შედეგით დამაჯერებლობა მოგვემატება. ჩვენ ახალი სისტემა წარმოვადგინეთ და ფეხბურთელებმა 11:11-ზე ვარჯიშზე ორჯერ ითამაშეს. ისინი სწრაფად ითვისებენ სიახლეებს. 10 მოთამაშე, რომლებმაც დღეს ითამაშეს, წინა კვირაში ჩვენს სავარჯიშო კომპლექსში არც ყოფილან.
უკეთესია ასეთი ანგარიშით მოგება, რადგან მოთამაშეებს ახალ სისტემაში ეჭვი არ შეეპარებათ. დრო არ გვქონდა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, გადავწყვიტეთ ახლავე დაგვეწყო ახალი სისტემის დანერგვა.
“იუნაიტედს” ხშირად უთამაშია 4-3-3 წყობით და თუ ჩემი იდეები არ გაამართლებს, მზად ვარ ამ ტაქტიკას დავუბრუნდე.” – დაასრულა ვან გაალმა.
წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/