ვან გაალი: „მანჩესტერ იუნაიტედს“ სიამოვნებით ჩავიბარებდი“
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედს“ სიამოვნებით ჩაიბარებდა.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ვუთავკაცებდი. ყოველი მწვრთნელისთვის ეს ფანტასტიკური გამოწვევა იქნებოდა. იმედია, „იუნაიტედი“ სწორედ მე ამირჩევს. თუმცა ახლა მხოლოდ მოვლენათა განვითარებას უნდა მივყვეთ და საბოლოო შედეგს ველოდოთ“, – განაცხადა ვან გაალმა.
ალექსანდრე მატევოსოვი