ვან გაალი: “ფრენკი დე იონგი “იუვენტუსში” უნდა წასულიყო”
ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი თვლის, რომ “ბარსელონა” ფრენკი დე იონგის ნიჭის განსავითარებლად საუკეთესო კლუბი არ არის და ეს უკანასკნელი “ბიანკონერში” უნდა გადაბარგებულიყო.
“ბარსელონას” მწვრთნელი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ვთვლი, რომ რაკიტიჩსა და არტურს ნახევარდაცვაში დე იონგთნ ერთადაც შეუძლიათ თამაში.
ფრენკი დე იონგს დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, მას ამისთვის საჭირო სისწრაფეც გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 22 წლის არის, დე იონგი თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს.
მას ახლა ახალი მწვრთნელი ჰყავს და გარანტირებული არაა, რომ ძირითადიდან ამოვარდეს. ახლა ის სულ სხვა პოზიციაში იმყოფება. “აიაქსში” ყველა მას ეძებდა და ლიდერი იყო.
ბუსკეტსის ფაქტორის გათვალისწინებით დე იონგი “იუვენტუსში” უნდა გადასულიყო, ხოლო მატიას დე ლიხტი – კატალონიაში,” – აცხადებს ვან გაალი.