ვან გაალი პრესკონფერენციაზე მნიშვნელოვან თემებს შეეხო
ლუის ვან გაალის განცხადებით, ფილ ჯონსი, სავარაუდოდ, გამოტოვებს თვეზე მეტს ბარძაყის ტრავმის გამო. მან ფეხი დაიზიანა და შეცვლილი იქნა იაგიელკას მიერ, ინგლისის ნაკრების მატჩში შვეიცარიასთან, რომელიც “3 ლომის” გამარჯვებით დასრულდა. ჯონსი დაემატა იუნაიტედის მრავალრიცხვოვან ტრავმირებულთა სიას, თუმცა ვან გაალს კარგი ამბებიც აქვს,კერძოდ, ლუკ შოუ გამოჯანმრთელდა და შეძლებს მონაწილეობის მიღებას კვირას გასამართ მატჩში “ქპრსთან”.
„მარუან ფელაინი დაახლოებით თვეს გამოტოვებს, ჯონსიც ასევე 4 კვირას, კერიკი ჯერ ჯერობით მზად არაა, თუმცა პირველად ივარჯიშა მინდორზე“ – აცხადებს იუნაიტედის თავკაცი.„სემ ჯონსთოუნს იდაყვის პრობლემა აქვს,ეშლი იანგი და ჯესი ლინგარდიც ასევე ტრავმირებულები არიან, სმოლინგი, რისი ჯეიმსი და ჯეიმს უილსონიც არ არიან მზად, თუმცა ლუკ შოუ მოახერხებს რაამდენიმე წუთი მოედანზე გამოსვლას.“
შეგასენებთ, რომ წითლებმა ვერ მოახერხეს პირველ 3 ტურში გამარჯვების მოპოვება, თუმცა ვან გაალი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მოახერხებს სეზონის ბოლოს პირველ სამეულში მოხვედრას და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. „ჩვენ ვისაუბრეთ წლევანდელ მიზნებზე და ვფიქრობთ, რომ მოვახერხებთ სამეულში შესვლას“. კვირის მატჩში ასევე შედგება იუნაიტედის ახალწვეულის რადამელ ფალკაოს დებიუტი.„ჩვენ ვნახავთ ვინ ითამაშებს კვირას, მოთამაშეებს დავაკვირდები და გადაწყვეტილებებს მივიღებ, სწორედ ესაა ჩემი მოვალეობა. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ სატრანსფერო ბაზარზე, საკმაოდ გავძლიერდით და ამას პირველ რიგში “ქპრსთან” ვაჩვენებთ.”
წყარი: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/