ვან გაალი: „როხო ტრავმის გამო „კრისტალ პალასთან“ ვერ ითამაშებს“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მცველმა მარკოს როხომ „მანჩესტერ სიტისთან“ გუშინდელ მატჩში მხარი დაიზიანა.
„როხომ მხარი დაიზიანა და ამ ეტაპზე მისი გამოჯანმრთელების თარიღი უცნობია. ხვალინდელ დღეს დაველოდოთ, თუმცა „კრისტალ პალასთან“ იგი დანამდვილებით ვერ ითამაშებს.
ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ კარგი სასტარტო შემადგენლობის არჩევა ჯერჯერობით შეგვიძლია. ასე რომ, ამ თემაზე წუწუნს არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის არჩევა ზოგჯერ მიჭირს. ვფიქრობ, ყველაფერს გავუმკლავდები“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ დამრიგებელმა.