ვან გაალი: “რომ შემეძლოს, ფსონს “ლივერპულის” ჩემპიონობაზე გავაკეთებდი”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ლუი ვან გაალმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი შეაფასა და აღიარა, რომ ფავორიტად იურგენ კლოპის “ლივერპულს” მიიჩნევს.
“კლოპმა “ლივერპული” ნამდვილ მებრძოლ მანქანად აქცია – როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუმცა, თუ ვინმეს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ეს “მანჩესტერ სიტია”.
რომ შემეძლოს, ფსონს “ლივერპულის” ჩემპიონობაზე გავაკეთებდი. კლოპის გუნდს სწორედ ის აქვს, რაც პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” ასე ძალიან აკლია – ძლიერი დაცვა.
პეპი ყოველთვის შეტევაზე აკეთებდა აქცენტს და როდესაც მისი გუნდი ძლიერი ზეწოლის ქვეშ ექცეოდა, დაცვა იძირებოდა. ცუდად არ გამიგოთ, მომწონს “სიტის” თამაშის სტილი, მათი ბრწყინვალე იდეალები, მაგრამ კლოპის ფეხბურთი უბრალოდ ფანტასტიკურია,” – აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი.