ვან გაალი: “რუნი? მემფისი? დე ხეა? სულერთია, ვინ გაიტანს”

“წითელ ეშმაკთა” თავკაცი ინგლისის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
ჰოლანდიელი სპეციალისტი “სანდერლენდის” წინააღმდეგ თავისი გუნდის გამარჯვებით აღფრთოვანებულია.
“არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელიმე მოთამაშე გაიტანს ბურთს. მთავარია, მეტოქეზე მეტი გავიტანოთ”, – აცხადებს ლუი ვან გაალი.
“რა თქმა უნდა, პირადად რუნისთვის, მარტიალისთვის და დეპაისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ ეს სამი ადამიანი მეტოქის კარის აღებას მოახერხებს”.
“რაც პარასკევს განვაცხადე, ახლაც იმავეს გავიმეორებ: ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ გამარჯვებაა. თუ დე ხეა გაიტანს, მე ამითაც კმაყოფილი დავრჩები”, – დაასრულა ვან გაალმა.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სანდერლენდი” ანგარიშით 3-0 გაანადგურა. გოლები მემფის დეპაის, უეინ რუნისა და ხუან მატას ანგარიშზეა.