ვან გაალი: “რუნის ძალიან ბევრის გატანა სურს”
ჰოლანდიელი სპეციალისტი თავისი გუნდის ფეხბურთელზე საუბრობს.
“ნათელია, რომ რუნის ხშირად სურს, მაქსიმალურად ბევრი გაიტანოს. თუმცა, ეს ყოველთვის არაა სასარგებლო. უეინი იმდენად სახიფათო უნდა იყოს, რომ მეტოქე ვერ ხვდებოდეს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ის ამა თუ იმ ეპიზოდში”, – აცხადებს ლუი ვან გაალი.
“როდესაც მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ვიყავი, იქ მარიო გომესი თამაშობდა. ის თითო შეხვედრაში საშუალოდ ბურთს ცხრაჯერ ეხებოდა, მაგრამ ყოველთვის გაჰქონდა”.
“არ ვფიქრობ, რომ ჩვენი თავდამსხმელები ბურთთან ნაკლებად კონტაქტობენ. მაგრამ მთავარი ისაა, თუ რამდენად სწრაფად მიიღებენ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს”, – დაასრულა “წითელ ეშმაკთა” მთავარმა მწვრთნელმა.
შეგასხენებთ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში რუნიმ ამ დროისთვის ცხრა მატჩის ჩატარება მოასწრო და მის აქტივში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.