ვან გაალი: “სამი თვე ძალიან რთული იქნება”
ლუის ვან გაალის აზრით, პირველი სამი თვე “იუნაიტედისთვის” საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძველი დიდება დაიბრუნოს.
“ბავარიაში სამ თვიანი მუშაობის შემდეგ, კლუბი მეშვიდე ადგილს იკავებდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამეზე ვიყავით. იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით, საჭირო იყო “იუვენტუსის” დამარცხება. ჩვენ ეს შევძელით. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი მომენტი კლუბისთვის და ფეხბურთელებისთვის”.
“საკმაოდ ბევრ კლუბში მიმუშავია და პირველი სამი თვე ყველგან რთული იყო. მე ვეჩვევი ფეხბურთელებს, ისინი კი მე მეჩვევიან. მოთამაშეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ჩემი სტილის შესაჩვევად. ეს საკმაოდ რთულია. ყოველთვის ვცდილობ ვიმუშავო მათ გონებაზე და არა ფეხებზე. ადაპტაცია 3 თვე გრძელდება და ვფიქრობ, “იუნაიტედში” ისე წარიმართება პროცესები როგორც “ბაიერნში” ყოფნის დროს იყო”._განაცხადა ვან გაალმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/