ვან გაალი: “შოუს ჩანაცვლება შეგვიძლია”

თარიღი: სექტემბერი 19, 2015

ჰოლანდიელი სპეციალისტი 20 წლის განაპირა მცველის შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

“ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ადრე ვთქვი, რომ ეს სეზონი ლუკ შოუსთვის ბრწყინვალე იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, სეზონი მისთვის უკვე დასრულებულია”, – აცხადებს ლუის ვან გაალი.

“შოუ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ახლა მისი შემცვლელის მოძებნა მოგვიწევს. ფეხბურთელის ჩანაცვლება, რომელიც ასეთ დიდებულ ფორმაში იმყოფებოდა, მართაც საკმაოდ რთულია. თუმცა, შეგვიძლია ამ პოზიციაზე დალეი ბლინდი, მარკოს როხო და ეშლი იანგი გამოვიყენოთ”.

“ხუთშაბათს შოუს დავუკავშირდი, ის ძალიან მხიარულად მესაუბრა. სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი. ეს კარგის ნიშანია. სერიოზული ტრავმა – ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ შოუსთან ნათესავები არიან, რომლებიც მხარში უდგანან. ნებისმიერ შემთხვევაში მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი ელის წინ. მას არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური აღდგენაც ესაჭიროება”, – დაასრულა ვან გაალმა.

მსგავსი სიახლეები