ვან გაალი: “ტრანსფერების შესახებ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ იგი სატრანსფერო პოლიტიკაში საბოლოო გადაწყვეტილებებს თვითონ არ იღებს.
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “წითელმა ეშმაკებმა” 4 ფეხბურთელი: ლუკ შოუ, ანდერ ერერა, მარკოს როხო და ანხელ დი მარიას შეიძინეს მთლიანობაში 132 მილიონად.
თუმცა ვან გაალი არ წყვეტს თუ ვინ დაიმატოს და ვინ არა მანჩესტერულ კლუბში. ჰოლანდიელი სპეციალისტი, “იუნაიტედის” აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს მხოლოდ რეკომენდაციას აძლევს, ის კი ტრანსფერის პროცესს ხელმძღვანელობას.
“არ ვიცი რა ხდება პლანეტაზე სატრანსფერო ფანჯარაზე ამ მომენტში და რა იქნება კვირამდე, იმიტომ, რომ მე აქ ტრანსფერების შესახებ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ.”
“ედი საკუთარი საქმის პროფესიონალია, მან უკეთ იცი თუ ვინ უნდა დატოვოს კლუბი და ვინ უნდა შეიძინოს იუნაიტედმა. მე სიმართლე გითხრათ ამ პროცესში არ ვერევი.”-განუცხადა ვან გაალმა Manchester Evening News.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/