ვან გაალი უარს არ იტყვის

თარიღი: აპრილი 23, 2014

ამსტერდამის “აიაქსის” რეზერვების ამჟამინდელი მწვრთვნელი, ბრაიან როი აცხადებს, რომ ვან გაალი სრულყოფილად “მოერგება” ინგლისურ გიგანტს. ბრაიან როი ჰოლანდიის ნაკრებისა და “ნოთინგემ ფორესტის” ყოფილი ფეხბურთელია. მას აგრეთვე “აიაქსში” მოუწია თამაში, ვან გაალის ხელმძღვანელობით.

“მას ისევ ისეთი წყურვილი გააჩნია. მგონია რომ იგი მოედანზე განუტევებს სულს, რადგან პენსიაში გასვლაზე არც ფიქრობს. მას მეტისმეტად უყვარს თავისი საქმე.” – ციტირებს როის სიტყვებს გამომცემლობა Daily Mirror.

“დამიჯერეთ, ვან გაალი არ დაბლოკავს “იუნაიტედის” შემოთავაზებას. ვფირქობს ეს სწორედ ის სამუშაოა, რომელიც მას ძალიან ხიბლავს და მიმაჩნია, რომ ის შესაფერისი კანდიდატია “მანჩესტერ იუნაიტედისთვის.” ჩემთვის ის საუკეთესო მწვრთვნელია, ვისთანაც კი მიმუშავია. მან დაამტკივა, რომ თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს.”

“ის ძალიან დისციპლინირებულია, მკაცრი და ფილოსოფიით შემტევი. მე კარგად ვიცნობ ინგლისურ ფეხბურთს და მისი სტილი კარგად ერგება მას. იგი ძირითადად ვინგერებს ეყრდნობა, არის ძალიან ძლიერი ტაქტიკოსი და საუკეთესო რაც შემიძლია ვთქვა, არის მომთხოვნი. მოედანზე ყველას ეცოდინება თავის საქმე. ფეხბურთელებს გაანალიზებული ექნებათ თუ რას ითხოვენ მისგან. მათ ეცოდინებათ მათი პოზიცია და თავიანთი როლი გუნდში.”

“გზა, რომლითაც ამზადებს ის თავიანთ გუნდებს არის შესანიშნავი. ორგანიზება და ტაქტიკა, ეს არის მისი მთავარი იარაღი, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ინლისური ფეხბურთის ფილოსოფიაში. ერთადერთი, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს, ეს ფიზმომზადებაა. შეიძლება ეს იყოს მისი ერთადერთი სუსტი წერტილი, რადგან ინგლისში ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ეს ინგლისური ფეხბურთის დიდი და განუყოფელი ნაწილია.”

“მაგრამ შეხედეთ მის მიერ გაწვრთვნილ გუნდებს. ისინი ყოველთვის მიმზიდველ და სანახაოებრივ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამას შემოიტანს ვან გაალი “იუნაიტედში”. თუ იგი მთავარ მწვრთვნელად აირჩიეს, ის დიდ წარმატებას მიაღწევს.” დაასრულა როიმ.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ვინგერი ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს მეგობარ გოგონაზე ძალადობის გამო. გარდა ამისა, ანტონის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ვინგერი ანტონი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს მეგობარ გოგონაზე ძალადობის გამო. გარდა ამისა, ანტონის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” კვარას 10 მილიონ დოლარს სთავაზობს

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო ბათუმის “დინამოში” არ წამოვა

31 წლის ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო კარიერას საუდის არაბეთის “ალ დუჰაილში” გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ 20 მილიონს დაამატებენ – “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდის?

პრაქტიკულად შეგუებულები ვიყავით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს “ნაპოლის” არ დატოვებდა და ზოგადად, მხოლოდ რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთის 430 მილიარდ ფონდს კვარას დამატება სურს

საუდის არაბეთის გუნდები ყველა ვარსკვლავის ყიდვას ცდილობენ და რამდენიმე მათგანი (ბენზემა, კანტე, კულიბალი, ნევეში) უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდი კვარაცხელიას 12 მილიონს სთავაზობს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “ნიუკასლი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს და ამის შესახებ გუშინაც დავწერეთ. “ნიუკასლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში ერთად?

ინგლისური მედიის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი “ნიუკასლ იუნაიტედი” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100-120 მილიონის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა