ვან გაალი:”უაზროდ ტრანსფერებს არ ვაკეთებ!”
“ტრანსფერებს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ბევრი ფული დავხარჯო. ყოველი შენაძენი შემადგენლობის გასაძლიერებლად არის გათვალისწინებული. ახლა ახალ სქემას ვეჩვევით და ამიტომ ჯერ არ მაქვს სრული სურათი. ვერ გეტყვით, თუ რამდენ ფეხბურთელს დვიმატებთ.
მე ავირჩიე 3-5-2 სქემა, რადგან ვთვლი, რომ ამ სქემით, ჩემი ფეხბურთელების მთავარ ბირთვს გამოვიყენებ. ფორვარდის პოზიციაზე შეუძლიათ ითამაშონ ჩიჩარიტომ და დენი ველბეკმა. ამის გაკეთება ასევე რუნისაც ძალიან კარგად შეუძლია, შეასრულოს “ათიანის” ან “ცხრიანის” ფუნქციები. მან თვითონვე მითხრა, რომ ასევე შეუძლია №11 ან №7-ზეც თამაში, მაგრამ ვთვლი, რომ ის საუკეთესოა “ათიანზე” და “ცხრიანზე”.
როდესაც უყურებ ფეხბურთელებს როგორებიც არიან – რუნი, ვან პერსი, ერნანდესი, მატა, ველბეკი, ფელაინი, ერერა, შენ ხვდები, რომ ყველა ამ ბიჭს შეუძლია შესანიშნავად მოერგოს, ჩემ მიერ არჩეულ ტაქტიკას.
“იუნაიტედი” იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს წინ ძალიან დიდი დავალება იყო, მაგრამ მე ბევრი სხვა კლუბისგანაც მქონდა შემოთავაზება. ვიყავი “აიაქსის” მწვრთნელი – ყველაზე დიდი კლუბის მთელს ჰოლანდიაში. ვიყავი “ბარსელონას” მწვრთნელი – ყველაზე დიდი კლუბის ესპანეთში. შემდეგ “ბაიერნს” ჩავუდექი სათავეში – ყველაზე დიდ კლუბს გერმანიაში. ამიტომ, როდესაც მანჩესტერიდან მომივიდა შემოთავაზება, უარი ვერ ვთქვი.
“ბარსელონაში” ბობი რობსონის ადგილას მივედი, რომლმაც მის ბოლო სეზონში კატალონიელებთან ერთად სამი ტიტული მოიგო. მე ამ ადამიანის შემცვლელი უნდა გავმხდარიყავი. მე ძალიან ვაფასებ სერ ალექს ფერგიუსონს, რადგან არ არსებობს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ამდენი ტიტული ექნება მოპოვებული. მეც არც თუ ისე ცოტა მოვიგე, მაგრამ მან ეს ერთ კლუბთან ერთად გააკეთა. ფანტასტიურია! ამიტომ ძალიან ვამაყობ ხოლმე, როდესაც სერ ალექსს მადარებენ.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/