ვან გაალი: “ვფიქრობ, დი მარია დარჩება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი გუნდის ახალწვეულ, ანხელ დი მარიას გამოექომაგა, რომელიც ბოლო დროს კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული.
27 წლის ნახევარმცველი ინგლისში გასულ ზაფხულს 60 მილიონ ფუნტად გადაბარგდა, ხოლო 1 დეკემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია.
წინა კვირას, ფა თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე, “არსენალის” წინააღმდეგ არგენტინელმა წითელი ბარათი მიიღო.
ამის გამო, პრესაში ანხელის მიმართ კრიტიკული პოსტები გამოქვეყნდა.
“ამჟამად, დი მარია ფსიქოლოგიურ სტრესშია. დიდებული სეზონის შემდეგ, მისგან ორმაგ შედეგს ელოდნენ. ამას გარდა, პრიმერა დივიზიონისა და პრემიერ ლიგის ტემპი საოცრად განსხვავდება. მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. იმედი მაქვს, იგი დარჩება გუნდში და აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან ითხოვს აბსოლუტურად ყველა,”-განაცხადა ვან გაალმა.