ვან გაალის კომენტარი „ტოტენჰემთან“ მოგებული მატჩის შემდეგ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვვრთნელმა ლუი ვან გაალმა „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა, მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო.
„თამაში ადვილი არ ყოფილა, ორივე გუნდი ერთმანეთზე ზეწოლას ცდილობდა, ამიტომაც მოთამაშეებს გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი დრო არ ჰქონიათ. პრესინგი კარგად გამოვიყენეთ და გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ.
სერხიო რომერომ კარი მშრალად შეინახა, მან ლამაზი სეივები მიითვალა. დარმიანის თამაშიც მომეწონა, ბურთის გარეშე ის კარგად მოქმედებდა. შვაინშტაიგერი? ბასტიანი გამოცდილია, თუმცა „ოლდ ტრაფორდზე“ უკეთესი მხარდაჭერა მას არსად ჰქონია.
დღეს დაბადების დღე მაქვს, რაც განსაკუთბული მოვლენაა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, რადგან წაგების შემთხვევაში, სიცილის ხასიათზე ნამდვილად ვერ ვიქნებოდი“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.