ვან გაალის კომენტარი „ვოლფსბურგთან“ მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 2:3 წაგებული მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.
პირველ რიგში, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ყურადღება პირველ ტაიმში მსაჯის მიერ არჩავლილ გოლზე გაამახვილა: „როდესაც სიტუაციას გვერდითი მსაჯის თვალით უყურებ, მუშაობა გიადვილდება. ალბათ, უცნაურია, როდესაც თავიდან გოლს თვლი, შემდეგ კი რამდენიმე ფეხბურთელის უკმაყოფილების შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლი. არამგონია, მეკარეს იმ ეპიზოდში მატასთვის ყურადღება მიექცია, რადგან ბურთი კარში მიდიოდა. რა თქმა უნდა, ის ხუანს თამაშგარე მდგომარეობაში ხედავდა და ყურადღება ამაზე გადაიტანა“.
„ძალიან მხიარია, რომ გავიტანეთ, მაგრამ უკმაყოფილო ვარ, რომ მცირე ინტერვალში ორი გოლი გავუშვით. კარგად უნდა გავაანალიზო, ასე რატომ მოხდა.
ბოლო მატჩებში გოლი არ გაგვიტანია, დღეს კი მეტოქეს ორი ან შესაძლოა მეტი გოლიც გავუტანეთ…“, – დაასრულა ვან გაალმა.