ვან გაალის რევოლუცია: ჰოლანდიელს ბეილი, ჰუმელსი და ლორისი სჭირდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობამ შესაძლოა დიდი ცვლილებები განიცადოს.
თითქმის გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ ლუი ვან გაალის გუნდი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. ახლა, Daily Mail ადგენს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც “წითელ ეშმაკებს” ევროტურნირისთვის გააძლიერებთ.
ჰოლანდიელს პირველი ფეხბურთელი, ვინც ძალიან სჭირდება, გარეთ ბეილია. უელსელს დიდი ხანია, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ. 2007 წელს მას ჰქონდა “წითელ ეშმაკებში” გადასვლის შანსი, თუმცა “ტოტენჰემი” არჩია. ამას გარდა, ბეილს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის.
მეორე პრობლემატური პოზიცია ინგლისურ გრანდში დაცვის ხაზია. ვან გაალი ამ პრობლემის მოგვარებას “საუთჰემპტონის” ნიჭიერი მარჯვენა მცველით, ნათანიელ კლაინით აპირებს, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. “წმინდანებმა” ინგლისელს მომავლის გადაწყვეტისთვის ათი დღე მისცა. ასევე, ალბიონელებს დორტმუნდის “ბორუსიას” 26 წლის ლიდერის, მათს ჰუმელსის გაფორმების ძალიან კარგი შანსი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონი მზად არის დატოვოს გერმანია, რომელსაც “შავ-ყვითლები” 25 მილიონ ევროდ აფასებენ.
რა თქმა უნდა, ვან გალი ძალიან კმაყოფილია დე ხეას თამაშით და არ აპირებს მის შეცვლას, მაგრამ იძულებულია. ესპანელ კიპერს მადრიდის “რეალი” ძალიან მაცდურ წინადადებას და კვირაში 200,000 სთავაზობს, რაზეც ვერცერთი მეკარე იტყვის უარს, ამიტომ, “მანჩესტერს” უწევს თავის დაცვა და წინასწარი კარგი მეკარის შეძენა.
და ბოლოს, “მანკუნიანელები” მემფის დეპაის დამატებას ეცდებიან. ლუი მზადაა, ახალგაზრდა შემტევი პირადად დაიყოლიოს ინგლისში გადაბარგებაზე. გუნდში მას ხუან მატას და ანხელ დი მარიას ალტერნატივად ჰხედავენ.