ვან გაალმა დე ხეა შეაქო
“იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ესპანელი მეკარე დევიდ დე ხეა დღეს “ევერტონის” (2:1) წინააღმდეგ ჩატარებული ფანტასტიური თამაშის გამო შეაქო.
ესპანელმა კიპერმა “ოლდ ტრაფორდზე” დღეს მართლაც რამოდენიმე საოცარი სეივი გააკეთა. ბოლო 15 წუთში თითქმის ყველა გააკვირვა. ასევე პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ლეიტონ ბეინსის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია და “იუნაიტედს” 3ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
“დევიდმა ფანტასტიური თამაში აჩვენა. მას დღეს არ ჰქონია ადვილი სამუშაო, რამოდენიმეჯერ ბურთის რთულად მოგერიება მოუხდა.”
“როგორც “ვესტ ჰემთან” მატჩში, ასევე დღესაც ჩვენ კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. თუმცა პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შევძელით, მაგრამ შესვენებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ჩვენ კარში პენალტი დაინიშნა.”
“ვიცოდი, რომ მეორე ნახევარში თამაში ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან “ევერტონი” ანგარიშის გათანაბრებას მთელი ძალებით ცდილობდა.”
“თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე რამოდენიმე ცვლილებას მივმართე, მაგრამ ვერაფერმა გააწყო. ისინი უფრო და უფრო აქტიურდებოდნენ და ბოლო 15 წუთში 3 გოლის გატანის რეალური შანსი შექმნეს.”
“დი მარია? ხომ გეუბნებოდით, რომ იგი ძალიან ბევრ გოლს გაიტანდა.ანხელი შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ცდილობს, მცველებს ნაკლები პრობლემა შეუქმნას და მათ ეხმარება.”
“ჩვენი სუსტი მხარე ბალანსია, როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს ჩვენ ამას ხშირად ვარღვევთ. ამის გამოსასწორებლად ბევრი უნდა ვიშრომოთ.”
“