ვან გაალმა სამწრთნელო კარიერა დაასრულა
ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუი ვან გაალმა 65 წლის ასაკში სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.
“გასულ წელს კარიერის სამუდამოდ დასრულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მცირე პაუზა ავიღე. ახლა ვხვდები, რომ სამწვრთნელო საქმიანობას აღარ დავუბრუნდები. ბოლო დროს ჩემს ოჯახში ბევრი რამ შეიცვალა. ეს ჩემთვის ერთგვარი სიგნალი იყო და მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა მომავალში”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.
ლუი ვან გაალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გარკვეული პაუზებით 1991 წლიდან მუშაობდა. მან ოთხჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი (“აიაქსი”, “ალკმაარი”), ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული (“ბარსელონა”), თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს (“აიაქსი”), უეფას თასსა (“აიაქსი”) და საკონტინენტთაშორისო თასს (“აიაქსი”), ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი (“ბარსელონა”, “აიაქსი”). გარდა ამისა, ვან გაალი არის ჰოლანდიის (“აიაქსი”), ესპანეთის (“ბარსელონა”), გერმანიისა (“ბაიერნი”) და ინგლისის (“მანჩესტერ იუნაიტედი”) თასების მფლობელი.