ვან გაალს სტარტი არ ანაღვლებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ პრემიერ-ლიგის ახალ სეზონში მისი გუნდის წარუმატებელი სტარტი არ ანაღვლებს.
წინასასეზონო შეხვედრაში გამარჯვებების მოპოვების შემდეგ “იუნაიტედმა” ვერ ერთი ოფიცალური შეხვედრა ვერ მოიგო. “წითლები” გამარჯვებას არა მარტო პრემიერ-ლიგაში, არამედ სათასო შეხვედრაშიც ვერ ახერხებენ. “იუნაიტედი” “მკ დონსთან” ლიგის თასის მეორე რაუნდში 0-4 დამარცხდა.
თუმცა გმაოცდილი მწვრთნელი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს და დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს. ყველაფერი რაც მას სჭირდება დრო და ნდობაა.
“ბაიერნში” ჩემი სტარტიც ისეთივე ცუდი იყო, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედში”. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ “ბაიერნში” მაშინვე უილ ჰენესთან გამომიძახეს და ახსნა-განმარტება მომთხოვეს.”
“იუნაიტედი” კი რას აკეთებს? ისინი ჩემთვის ფეხბურთელებს ყიდულობენ. ისინი ფეხბურთელების შესყიდვას აგრძელებენ. ისინი მხარს მიჭერენ. ეს იმის ნიშანია, რომ მათ მწვრთნელის სწამთ. ამას ვგრძნობ. მათ მდობას ვგრძნობ და მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევ.”
“საქმე მხოლოდ ჩემი საფეხბურთო ფილოსოფიის რწმენაში არაა, საქმე ჩემი, როგორც ადამიანის რწმენაშია.”
“ვღელავ თუ არა, როცა სატურნირო ცხრილს ვუყურებ? კარგით რა. ეს არაფერს ნუშნავს. ეს-ესაა დავიწყეთ. ფაქტი ისაა, რომ ჩემი გუნდისთვის არასდროს გამიცრუებია იმედი. ამავეს გავაკეთებ აქ, “იუნაიტედთან” ერთად” – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს skysports.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/