ვან გალი: “ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტზე მეც საკუთარ თავს დავნიშნავდი”

თარიღი: აგვისტო 17, 2021

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გალმა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მესამედ დაინიშნა, საკუთარი მუშაობის პრინციპებზე, ქვეყნის ფეხბურთის კავშირთან მოლაპარაკებებისა და ნაკრებში დასახული მიზნის შესახებ ისაუბრა.

“ფეხბურთელები მე ყოველთვის მკაცრ მწვრთნელად აღმიქვამენ, რადგან მედია ასე მახასიათებს. საკუთარ თავს მეც მკაცრ, მაგრამ ამავდროულად სამართლიან და პატიოსან სპეციალისტად მივიჩნევ.

არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის კავშირთან მოლაპარაკება საკმაოდ სასიამოვნო იყო და ის დიდხანს გაგრძელდა.

თუ ჩემს კარიერას გადახედავთ, აღმოაჩენს, რომ მუშაობის პირველი რამდენიმე თვე კარგი არასდროს მქონია. ფეხბურთელებს ჩემს რეჟიმთან შეგუება უწევთ.

ჩემი პირადი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა. მინდა, რომ ფეხბურთელები ამით შთავაგონო, მაგრამ ამის გაკეთება არა საკუთარი თავისთვის, არამედ ნიდერლანდური ფეხბურთის დასახმარებლად მსურს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის შერჩევა მე რომ მიწევდეს, მეც საკუთარ თავს ავარჩევდი, ამიტომაც დავთანხმდი ამ პოსტს”, – ციტირებს ვან გალის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

ლუი ვან გალი ნიდერლანდების ნაკრებს 2000–2002 და 2012–2014 წლებში უკვე თავკაცობდა. ეროვნულ გუნდში მისი ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილია.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

სექტემბრის სანაკრებოს პაუზის შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები ხუთი პოზიციით დაქვეითდა და 96-ე პოზიციაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ამას დიდი ხანი ველოდი” – ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

10 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში ბოლივიას უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრწყინვალე გოლი – ბრაზილიის ნაკრებმა მატჩის ჩაშლის შემდეგ ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)

5 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ სან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “სამი დღე აქ ვართ, უფრო ადრე რატომ არ მოხვედით?”

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები სან პაულუში არგენტინას მასპინძლობს. შეხვედრა საწყის წუთებში, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრაზილია – არგენტინა შეწყდა: რამდენიმე არგენტინელ მოთამაშეს დეპორტაციას უპირებენ (ვი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები სან პაულუში არგენტინას მასპინძლობს. შეხვედრა საწყის წუთებში, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “ესპანეთისგან განსხვავებული სტილით ვთამაშობთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძვით”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. “ესპანეთთან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოიგოს ისე, რომ კარგად არც ითამაშოს” – ბუსკეტსი

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა. “ფეხბურთი განვითარდა, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კოსოვოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. “რა […]...
წაკითხვა