ვან გალის სატრანსფერო მიზნები: რობენი, მიულერი, კროოსი
ლუი ვან გალმა, რომელიც მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა ხელში ჩასაგდებადაც „წითელმა ეშმაკებმა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უნდა იბრძოლონ.
ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტს „ოლდ ტრაფორდზე“ არიენ რობენის, ტომას მიულერისა და ტონი კროოსის ხილვა სურს. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თანამშრომლობის შესახებ ვან გალის საბოლოო
გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა იმან იმოქმედოს, თუ როგორ შეხვდება ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ჰოლანდიელი სპეციალისტის ამ სატრანსფერო სურვილებს.