ვან პერსი: „მივხვდი, რომ „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლის დრო დადგა“
„ფენერბაჰჩეს“ ახალწვეულმა რობინ ვან პერსიმ თავისი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
„აღიარების დრო დადგა – „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემი დრო დასასრულს მიაუხლოვდა. ნელ-ნელა ამას შევეჩვიე. ყველაფერი ერთ დღეში არ გადაწყდა. ეს ფეხბურთია, ასე რომ, ამ სიტუაციას შევეგუები, ასე ხდება ხოლმე. ჩემი მხრიდან მძიმე გრძნობები არ ყოფილა. ეს ფეხბურთისა და ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
აქ ჩამოსვლის წინ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ვესაუბრე. დავრწმუნდი, რომ კლუბში ძალიან მაფასებდნენ.
ასევე მადლობას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორს ედ ვუდვორდს ვუხდი, რომელმაც თავისი ჯენტმლემენობა დაამტკივა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ „ფენერს“ ვან პერსის ტრანსფერი ოცი მილიონი ევრო დაუჯდა.