ვან პერსი: “რუნის ნუ ადანაშაულებთ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი თვლის, რომ უსამართლოდ მიაჩნია მისი თანაგუნდელის უეინ რუნის დადანაშაულება ინგლისის ნაკრების წარუმატებელ გამოსვლაში, მსოლფიო ჩემპიონატზე.
იტალიასთან და ურუგვაისთან მარცხის შემდეგ ინგლისელებმა ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგეს. კოსტა-რიკასთან მატჩის შემდგომ, ინგლისელებს სახლში დაბრუნება მოუწევთ.
სანა ტურნირი დაიწყებოდა რუნი ინგლისელებისთვი მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლებოდა, მაგრამ უეინი ბრაზილიაში ვერ გაიხსნა. ვან პერსი კი თვლის, რომ მისი ამხანაგის დადანაშაულება უსაფუძვლოა.
“რუნის დადანაშაულება საჭირო არ არის, რადგან ის მთელი ძალებით ცდილობდა საკუთარი ქვეყანა ესახელებინა. ასე ძლიერ გაკრიტიკება არ შეიძლება.”
“ის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ თამაშობდა როგორც ამ ჩემპიონატზე, ასევე მისი დებიუტიდან მოყოლებული. ურუგვაისთან მატჩში მან კარგად ითამაშა. არ ღირს იმაში დადანაშაულება, რომ მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ის ოფლად იღვრებოდა მატჩის შემდგომ.”
“მე ბევრჯერ მითქვამს, რომ უეინი ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის. მე არასდროს არ წავიღებ ამ სიტყვებს უკან, რადგან მასთან ერთად ვარჯიშისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის მსოლფიო კლასის ფეხბურთელია. ის შესანიშნავი მოთამაშე და შესანიშნავი ბომბარდირია.” – განაცხადა ვან პერსიმ Goal-თან.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/