ვან პერსის 2017 წლამდე გაუხანგრძლივებენ?
“მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს ჰოლანდიელი ფორვარდის, რობინ ვან პერსისთვის ახალი ორწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას.
31 წლის ჰოლანდიელს ჯერ–ჯერობით თავი არაფრით გამოუჩენია. ამ სეზონში პრემიერ ლიგაში მის ანგარიშზე მხოლოდ სამი გოლია. უკვე დიდი ხანია რაც, მის შესაძლო წასვლაზე იწერება. ჰოლანდიელის შეძენას: “გალათასარაი”, “ფენერბახჩე” და ფეხბურთელის ყოფილი კლუბი “არსენალი” შეეცდებიან. თუმცა “წითელი ეშმაკების” მწვრთნელის ლუი ვან გაალის გეგმებში ჰოლანდიელი მაინცც შედის.
ვან პერსის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან სეზონის დასასრულს იწურება. მიუხედავად წესისა, რომლის თანახმადაც 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს ხშირად მხოლოდ 12 თვიან კონტრაქტს სთავაზობენ, ვან პერსის ორწლიანი კონტრაქტი ელის.–წერს ბრიტანული გამოცემა Daily Star.
კონტრაქტის დეტალებში ერთადერთი პრობლემა შეიძლება მხოლოდ მოთამაშის ხელფასი გახდეს. ცნობილია, რომ “იუნაიტედი” მზად არის ფეხბურთელის შესანარჩუნებლად რობინს კვირაში 200 ათასი ფუნტი გადაუხადოს.