ვან პერსის მემფის დეპაისთან კონფლიქტი მოუვიდა
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა გუნდის თავდამსხმელებს შორის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა. „De Telegraaf“-ს ინფორმაციით, რობინ ვან პერსი უკმაყოფილო დარჩა, რომ ყაზახეთთან მატჩი მას პირველი წუთებიდან არ დაუწყია.
„ჩვენ დეპაისა და ვან პერსის შორის მომხდარი განვიხილეთ და ეს ჩემს გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვან პერსი ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, სიმართლეს არ შეესაბამება. რობინი ბედნიერი იყო. ის ნაკრებში მეასე მატჩს მოუთმენლად ელოდებოდა“, – განაცხადა ბლინდმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში ჰოლანდიელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. რობინ ვან პერსი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოვიდა და ამით ნაკრებში მე-100 მატჩში ითამაშა. დღეს ჰოლანდიელები ჩეხეთს შეხვდებიან. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების შესანარჩუნებლად მათ ხსენებული შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ, თურქეთი კი პარალელურ მატჩში ისლანდიასთან უნდა დამარცხდეს.