ვან პერსის პირველი გოლი “ფეინოორდში” დაბრუნების შემდეგ (ვიდეო)
8 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიონში “ფეინოორდმა” საკუთარ მოედანზე “გრონინგენი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის 78-ე წუთზე მასპინძელთა ვეტერანმა ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ სტუმართა კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ 34 წლის თავდამსხმელმა მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.