ვანდა და იკარდი შერიგდნენ – “ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწერია”
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, მაურო იკარდი, თავის მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარას შეურიგდა. ამ ინფორმაცია ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გზავნილით დაადასტურა.
“ფოტოები, რომლებსაც ბოლო თვეების მანძილზე ვაქვეყნებდი, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად კარგად ვიყავით ერთად, რამდენად ბედნიერები ვიყავით.
მომხდარმა ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. მაუროს ყოველდღე ვთხოვდი განქორწინებას. როდესაც მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ იყო, მითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარა შეიძლებოდა და თუ დაშორება ერთადერთი გზა იყო ამ ტკივილის დასასრულებლად, მაშინ ამისთვის მზად იყო. ჩვენ ადვოკატთან მივედით. ორი დღის შემდეგ, მაურომ ხელშეკრულების ყველა პირობაზე თანხმობა განაცხადა და ხელი მოვაწერეთ.
მომდევნო დღეს მან ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწერია – “მე შენ ყველაფერი მოგეცი, შენ ყველაფერი გაქვს. იმედია, ბედნიერი იქნები, რადგან ამით მეც ბედნიერი ვიქნები.” ამის შემდეგ მივხვდი, რომ თუნდაც ყველაფერი მქონოდა, მის გარეშე ფასი არაფერს ჰქონდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ განვლილი ცუდი პერიოდი მხოლოდ გაგვაძლიერებს ჩვენ და ჩვენ ოჯახს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვქონდა თავისუფლება რვაწლიანი ურთიერთობის დასასრულებლად. არჩევანი თავისუფლად გავაკეთეთ. მიყვარხარ, მაურო იკარდი,” – წერს ვანდა ნარა.