ვანდა იკარდიმ ფაბიო კაპელოს უპასუხა (ფოტო)
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი გააკრიტიკა.
იკარდიმ კაპელოს კრიტიკა ვანდა ნარასთან ერთად გადაღებული ფოტოების გამო დაიმსახურა. “ინტერის” ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად გაშიშვლდა, ფოტოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“არასოდეს მყოლია ფეხბურთელი, რომელიც მსგავს რამეს აკეთებდა. არც კი ვიცი, როგორ მიიღებდნენ მას ჩემს გუნდში”, – თქვა კაპელომ.
იტალიელი სპეციალისტის ამ სიტყვებს ვანდა იკარდი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და მას გაშიშვლებული დევიდ ბექჰემისა და ფაბიო კანავაროს ფოტოები გამოუქვეყნა.
“ძვირფასო ფაბიო კაპელო, როგორც მწვრთნელს, დიდ პატივს გცემ, მაგრამ როგორც მიმომხილველს… გაგახსენებთ რამდენიმე ვარსკვლავს, რომელიც თქვენს გუნდში თამაშობდნნე და “მსგავს რამეს აკთებდნენ”… 10 წლის წინ ისინი რაღაც უცნაურს აკეთებდნენ, დღეს კი ასე არ არის!” – წერს ვანდა Twitter-ში.
Caro Fabio Capello, come allenatore ha tutta la mia stima, ma di opinionista ad opinionista.. ti ricordo qualche giocatore Top che è riuscito ad entrare nel tuo spogliatoio facendo “queste cose” .. 10 anni fa potevano avere qualcosa di strano, OGGI NO! pic.twitter.com/9N3d72bgCI
— wan (@wandaicardi27) May 6, 2019