ვანდა ნარა: “ისეთი წინადადებები მივიღეთ, რომლებზეც ვერავინ იტყოდა უარს”
მილანის “ინტერის” თავდამსხმელ მაურო იკარდის მეუღლე, ვანდა ნარა, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ როგორც იკარდის აგენტმა არაერთი წინადადება მიიღო, თუმცა არგენტინელ ფეხბურთელს მხოლოდ “ინტერი” სურს.
“მაურო იკარდიმ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დააფიქსირა თავისი პოზიცია. მას მხოლოდ “ინტერში” სურს თამაში. მართალია, რომ ნეაპოლში ბევრი მეგობარი გვყავს, თუმცა მისი პოზიცია ურყევია.
ის დარწმუნებულია, რომ “ინტერში” კვლავ აქვს მომავალი. არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ ისეთი წინადადებები მივიღეთ, რომლებზეც ვერავინ იტყოდა უარს, მაგრამ იკარდიმ ეს შეძლო.
შეიძლება, ახლა ხალხი იტალიის ყველაზე დიდ მეძავად მომიხსენიებს, თუმცა მაშინ, როდესაც მაურო “ინტერში” დარჩენაზე დავიყოლიე იმის მიუხედავად, რომ კლუბს არაფერი მოუგია, მათივე თქმით საუკეთესო ვიყავი. მე ყველაფერს ვუძლებ,” – აცხადებს ვანდა ნარა.