ვანდა ნარამ მაურო იკარდიზე საუბრისას პირდაპირ ეთერში იტირა (ვიდეო)
მილანის “ინტერის” თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ იტალიური Mediaset-ის ეთერში ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მაურო იკარდის “ინტერში” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელი და ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
“ზოგი ფიქრობს, რომ კაპიტნის სამკლავური არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაუროსთვის ასე არ არის. ის “ინტერის” მაისურს ამაყად ატარებდა და წარსულში, როცა ფულსა და “ინტერის” მაისურს შორის არჩევანი უნდა გაკეთებინა, მან ამ კლუბის მაისური აირჩია.
კლუბის ყოფილ პრეზიდენტს, მასიმო მორატის ვკითხე, შეუძლია თუ არა მას ამ შემთხვევაში მაუროს დახმარება. ჩვენ “ინტერიდან” წასვლის სურვილი არ გვაქვს”, – განაცხადა ვანდა ნარამ.
El llanto de Wanda Nara por la situación de Mauro Icardi en el Interpic.twitter.com/96q5JYoR69
— Jorge (@buamdenjorge) February 18, 2019