ვანდა ნარას ურთიერთობა დიეგო მარადონასთანაც ჰქონდა
არგენტინაში დიეგო მარადონასა და ვანდა ნარას შესახებ საუბარი არ წყდება. მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბარი 2006 წელს დაიწყო, როცა 18 წლის ვანდა თეატრის მსახიობი იყო, ხოლო მარადონა 45 წლის გახლდათ.
მაშინ არგენტინულ მედიაში გავრცელდა კადრი, რომელშიც ჩანდა, რომ ვანდა ნარას მარადონას საცვალი ეცვა. მაშინ ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოყვა.
მარადონა-ნარას ურთიერთობას არგენტინელი მსახიობი ადასტურებს
გასულ უქმეებზე, 91 წლის არგენტინელმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, მირტა ლეგრანმა დაასტურა, რომ მარადონასა და ნარას ერთმანეთთან ურთიერთობა მართლაც ჰქონდათ.
“მარ დელ პლატაში, სასტუმრო კოსტა გალანაში ლანჩს მივირთმევდი, როცა ვანდა ნარა მომიახლოვდა. მან მკითხა: “რატომ არ დამპატიჟე შენს შოუში?” მე კივუპასუხე: “შენ ხომ ის ხარ, ვინც მარადონაზე უნდა დაინიშნოს? წინა ღამით თქვენს გამო არ მეძინა!” მე მდიდრულ ნომერში ვცხოვრობდი, ჩემს გვერდით ნომერში კი მარადონა და ნარა იყვნენ. მათი ხმაურის გამო, ვერ დაიძინებდი. მათი ნომრის ავეჯი მოძრაობდა, არ ვიცი, რატომ…” – განაცხადა მირტა ლეგრანმა.
ვანდა ნარა 2008 წელს მაქსი ლოპესზე დაქორწინდა, 2013 წელს მას დაშორდა, 2014 წლიდან კი მაურო იკარდის პარტნიორია.
¡IMPERDIBLE! El momento en que Mirtha Legrand confiesa que fue testigo de la noche que Wanda Nara estuvo con Diego Maradona: “No me dejaron dormir, corrían los….” pic.twitter.com/KvgEauP3Tg
— eltrece (@eltreceoficial) July 22, 2018