VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”
პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ვიდეორეფერის მუშაობამ ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში.
“სიმართლე გითხრათ, მეც არ ვარ კმაყოფილი იმით, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. როგორ შევაფასებდი მუშაობას? ათბალიანი სისტემიდან, ალბათ, შვიდი ქულით.
VAR ძალიან ბევრი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა. შეიძლება სტარტზე შვიდი ქულით ვაფასებდე, მაგრამ მჯერა, რომ ორი წლის შემდეგ შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.
ჩვენ მზად ვართ განვითარებისთვის – ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც უკუჩვენებების გაანალიზებაზე ამბობენ უარს. ჩვენ ყველანაირ კრიტიკას გულისყურით მოვუსმენთ და შესაბამისად გავაანალიზებთ,” – აცხადებს სუორბრიკი.