ვარანი: “გვიყვირის თუ არა ზიდანი?”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა რაფაელ ვარანიმ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
ფრანგი ფეხბურთელი, რამდენიმე თემას შეეხო, მან მადრიდში ჩამოსვლის პერიოდი გაიხსენა: “პირველ რიგში ფეხბურთელად გაზრდა მჭირდებოდა. ჩემ თავს არასდროს ვზღუდავდი და გამოწვევებს არ ვუშინდებოდი. მაგრამ ეს პერიოდი ჩემთვის საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან პატარა ასაკში მომიწია ახლობლებთან დაშორება. უსიამოვნებას კიდევ ერთი ფაქტი წარმოადგენდა, ესპანურ და ინგლისურ ენებზე საუბარი თითქმის არ შემეძლო.”
ვარანიმ ზიდანზეც ისაუბრა: “როდესაც ის ლაპარაკობს, ყველა ფეხბურთელი უსმენს და ცდილობს მისგან ისწავლონ, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ახლა კი შეუდარებელი მწვრთნელია. მისი სურვილია რიგ შემთხვევებში მეტად გავრისკო, ის მაქსიმალისტია და ამას მოითხოვს ჩემგანაც. გვიყვირის თუ არა ზიდანი? კი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობაა“, – აცხადებს რაფაელ ვარანი