ვარანი ლაზარეთიდან დაბრუნდა
მადრიდის “რეალში” საშინელი ტრავმაინობაა. გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლია. განსაკუთრებით, ეს დანაკლისი დაცვას შეეხება. ამ რგოლიდან ორივე განაპირა მცველი, მარსელო და კარვახალი ლაზარეთში იმყოფებიან.
დაზიანება ჰქონდა რაფაელ ვარანსაც, რომელმაც ესპანეთის სამეფო თასის ბოლო მატჩი (“სელტას” წინააღმდეგ) გამოტოვა. მას ხუთშაბათს ელოდნენ, საბოლოოოდ კი ფრანგი მოედანს პარასკევს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ვარანის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ, როგორც დანილოს, ასევე, ფაბიო კოენტრაოს წესით სათადარიგოზე დაბრუნება მოუწევთ. ხოლო, კვირას, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ვარანი იქნება ძირითად შემადგენლობაში.